"საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭოს წევრი, ბონდო მძინარაშვილი მარნაულში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და მედიას მუწოდებს ადგილიდან ინფორმაცია მშვიდად მიაწოდონ საზოგადოებას და "ფითილს არ აუწიონ".
ვუყურებ ტელევიზიებს და ასე მგონია, მარნეულში ცა ჩამოიქცა და მიწა გასკდა! რა იყო, თქვე კაი ხალხო, პირველად ვატარებთ არჩევნებს?! ჯერ არ გინახავთ წინასაარჩევნო ცემა-ტყეპა?! რა უბედურებაა ეს ისტერიკა?!მშვიდად მოგვაწოდეთ ინფორმაცია. როგორც ვხვდები, კონფლიქტი დასრულდა და თქვენ რატომ "უწევთ ფითილს"?! - წერს მძინარაშვილი.
მოგვიანებით მან ამ თემასთან დაკავშირებით Facebook-ზე მეორე სტატუსიც გამოაქვეყნა. მან "მთავარ არხს" "ნაცების ტელევიზია" უწოდა და აღნიშნა, რომ თუ ჩვენ ჟურნალისტს "ქრთული ოცნების" მხარდამჭერებმა სცემეს, გაუგებარია "პირველი ახრის" გადამღებ ჯგუფს ვინ დაესხა თავს.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ "მთავარი არხის" 4 თანამშრომელს თავს დაესხნენ, ადგილორბივ კორესპონდეტნს თავი აქვს გატეხილი და საავადმყოფოშია გადაყვანილი. დაზიანებულია "მთავარი არხის" ტექნიკაც.
ადგილზე ფიზიკურად გაუსწორდნენ სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენელ გიორგი მუმლაძესაც. მუმლაძე ამბობს, რომ საკრებულოს თავმჯდომარე, რომელიც მისივე თქმით, უშუალოდ ხელმძღვანელობდა თავდასხმას, ხელს უშლიდა აქტივისტს დაერეკა სასწრაფოში, როდესაც დაპირისპირება დაიწყო.
"მთავარი არხის" გარდა თავს დაესხნენ ადგილზე მყოფ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადამღებ ჯგუფსაც. მათ კამერა დაუმტვრიეს და ოპერატორს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ძალადობისა და ჟურნალისტური საქმიანობის ხელისშეშლის ფაქტზე დაიწყო. დაკავებული ამ დრომდე არავინ არაა.