"პია ლისა კაუმას დაგეგმილი მოგზაურობა საქართველოში სერიოზული შეცდომაა," - ამის შესახებ სოციალურ ქსელში გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ როთი წერს.
"პია ლისა კაუმას დაგეგმილი მოგზაურობა საქართველოში სერიოზული შეცდომაა. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ (oscepa) არ უნდა მოახდინოს ლეგიტიმაცია გაყალბებული არჩევნების შედეგად წარმოქმნილი არალეგიტიმური პრეზიდენტის, მთავრობისა და პარლამენტის. ევროკავშირმა, ევროპის საბჭომ და ეუთომ დაჟინებით უნდა მოითხოვონ ახალი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. ეს არის ერთადერთი გამოსავალი ღრმა კრიზისიდან!" - წერს როთი.