გატაცება საოკუპაციო ხაზიდან | ოკუპირებული ცხინვალის რეჟიმმა აგვისტოს ომის მონაწილე ექიმს შესაძლოა "ბრალი" დაუმძიმოს

გამოქვეყნდა:

სოფელ ნიქოზის ტერიტორიიდან გატაცებული ალექსი მამულია და ვანო ჯაფიაშვილი ნათესავები არიან. ადგილობრივების ინფორმაციით, ჯაფიაშვილს მამის წლისთავი ჰქონდა და  მამულია მასთან სტუმრად იმყოფებოდა, საოკუპაციო ხაზთან კი ისინი იმ მიზეზით მივიდნენ, რომ ნათესავს ელოდებოდნენ, რომელიც ასევე წლისთავს უნდა დასწრებოდა. სწორედ ამ დროს გაიტაცეს საქართველოს მოქალაქეები ოკუპანტებმა.

საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. უშიშროების სამსახური კი პროპაგანდისტულად ამტკიცებს, რომ მამულია და ჯაფიაშვილი რუსეთის მოქალაქეს სამხედრო სამსახურის თავიდან არიდებაში ეხმარებოდნენ და მის საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანას აპირებდნენ. რეჟიმი მამულიას და ჯაფიაშვილს "საზღვრის უკანონო კვეთასაც" ედავება და ე.წ. სასამართლომ მათ წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა.

საქართველოს მოქალაქეები 26 დეკემბერს გაიტაცეს. სუს-მა ამაზე მხოლოდ შაბლონური ინფორმაცია გაავრცელა, სადაც ნათქვამი, რომ დაუყოვნებლივ აცნობეს საერთაშორისო პარტნიორებს და რომ აამოქმედეს ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად.

ალექსი მამულია გორის სამხედრო ჰოსპიტლის ექიმი და აგვისტოს ომის მონაწილეა, შესაბამისად, არ არის გამორიცხული საოკუპაციო რეჟიმმა მას "ბრალი" დაუმძიმოს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი