"მცირე შანსიც არ არსებობს, რომ კანადა შეერთებული შტატების ნაწილი გახდეს," - ამის შესახებ სოციალურ ქსელში კანადის ყოფილი პრემიერმინისტრი ჯასტინ ტრუდო წერს და აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც კანადას კიდევ ერთხელ შესთავაზა, რომ აშშ-ის 51-ე შტატად შეერთებოდა.
"მცირე შანსიც არ არსებობს, რომ კანადა შეერთებული შტატების ნაწილი გახდეს.
მუშახელი და საზოგადოებები ორივე ქვეყანაში სარგებლობენ ერთმანეთთან სავაჭრო და უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობით," - წერს ჯასტინ ტრუდო.
მანამდე პრესასთან საუბრისას კითხვაზე, გამოიყენებდა თუ არა ის სამხედრო ძალას კანადის წინააღმდეგ, დონალდ ტრამპმა უპასუხა, რომ გამოიყენებდა არა სამხედრო, არამედ ეკონომიკურ ძალას.