სასაფლაოზე ნაპოვნი ცხედარი კაბალში | გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო

გამოქვეყნდა:

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში, სასაფლაოზე ნაპოვნ მწყემსის ცხედარს ექსპერტიზა უტარდება - ინფორმაციას "კახეთის ხმა" ავრცელებს. მათივე ცნობით, შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

გაუჩინარებული მამაკაცი სასაფლაოზე დაახლოებით, სამი დღის წინ იპოვეს. ოჯახის წევრებს ეჭვი აქვთ, რომ ის მოკლულია. 

პოლიციას მამაკაცის დაკარგვის შესახებ მწყემსის მამამ თვეების წინ მიმართა და გამოძიებაც მაშინ დაიწყო.

იხილეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი