"აზერბაიჯანის ავიახაზებმა" რუსეთის 11 ქალაქში ფრენები შეაჩერა

გამოქვეყნდა:

აზერბაიჯანის ავიახაზებმა (AZAL) ბაქოდან ყაზანის მიმართულებით და უკან ფრენები განუსაზღვრელი ვადით შეაჩერა. კომპანიის განცხადებით, ფრენების შეწყვეტის მიზეზი ბოლო დროს ყაზანის საჰაერო სივრცის გამუდმებული დახურვაა და ამ პირობებში უსაფრთხოების დაცვის მიზნით აჩერებენ ფრენებს.

ყაზანი გახდა მეთერთმეტე რუსული ქალაქი, სადაც აზერბაიჯანის ავიახაზებმა შეაჩერა ფრენები მას შემდეგ, რაც მისი Embraer 190 სავარაუდოდ რუსულმა საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო.

ავიაკატასტროფა  2024 წლის 25 დეკემბერს მოხდა. "აზერბაიჯანის ავიახაზების" კუთვნილი თვითმფრინავი ბაქოდან გროზნოში მიფრინავდა. ის ყაზახეთის ქალაქ აქტაუს მახლობლად ჩამოვარდა. მომხდარიდან მალევე, AZAL-მა უსაფრთხოების მიზეზების გამო გააუქმა ფრენები ვლადიკავკაზში, ვოლგოგრადში, გროზნოში, მაჰაჩყალაში, მინერალნიე ვოდიში, ნიჟნი ნოვგოროდში, სამარაში, სარატოვში, სოჭსა და უფაში.

თვითმფრინავში 67 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ეკიპაჟის ხუთი წევრი. დაიღუპა 38 ადამიანი, გადარჩა 29. თვითმფრინავში მყოფთა უმრავლესობა, 42 ადამიანი აზერბაიჯანის, 16 - რუსეთის, 6 - ყაზახეთის, 3 კი ყირგიზეთის მოქალაქე იყო.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა თვითმფრინავის ჩამოვარდნაზე პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებს დააკისრა

თვითმფრინავის ორი შავი ყუთის მონაცემების ამოღება ბრაზილიელმა გამომძიებლებმა რამდენიმე დღის წინ დაასრულეს და ყაზახეთის ხელისუფლებას გადასცეს

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი