"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ხუთი ახალგაზრდა ადამიანის ტრაგიკულად დაღუპვის გამო. სოლიდარობის ნიშნად დროშები დაშვებულია" | პოლონეთის საელჩო

გამოქვეყნდა:

პოლონეთის საელჩომ დროებით ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარი უბედური შემთხვევის გამო, რომელსაც 5 ბავშვი ემსხვერპლა, შენობაზე დროშები დაუშვა.

"ჩვენ ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში, გალის რაიონში ხანძრის შედეგად ხუთი ახალგაზრდა ადამიანის ტრაგიკულად დაღუპვის გამო. ქართველი ხალხის მიმართ სოლიდარობის გამო პოლონეთის საელჩომ თბილისში დროშები დაუშვა", - წერს საელჩო.

უბედური შემთხვევა 5 იანვარს მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ბავშვების ბებიას ღუმელის ანთებისას ბენზინი ნავთში აერია, რის შედეგადაც სახლს ცეცხლი მოედო. ხის სახლი მოკლე დროში სრულად დაიწვა.

ბავშვები, რომელთაგან ყველაზე უფროსი 7 წლისაა, უმცროსი კი რამდენიმე თვის, ადგილზევე დაიღუპნენ. დაშავებული ქალი სამკურნალოდ გალის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი