მეცხრე მოწვევის პარლამენტის ბოლო სესია - სხდომას მხოლოდ უმრავლესობის წარმომადგენლები ესწრებიან

გამოქვეყნდა:

დღეს, მეცხრე მოწვევის პარლამენტის ბოლო სესია იმართება, ამით 4 წლიან მოღვაწეობას საკანონმდებლო ორგანოს ეს შემადგენლობა საბოლოოდ დაასრულებს.

სხდომას ესწრებიან მხოლოდ უმრავლესობის წარმოადგენლები. ოპიზიცია სხდომაზე არ იმყოფება ვინაიდან ისინი ბოიკოტის რეჟიმში არიან. 

ოპოზიციას ერთ-ერთი რაც ამ მოწვევის პარლამენტში ახსენდება არის2019 წლის 20 ივნისი, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარის სჯამში სერგეი გავრილოვი დაჯდა. 

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, რომან გოცირიძე ამბობს, რომ ამ მოწვევის პარლამენტმა დაამტკიცა უღირსი მოსამართლეები. გოცირიძის თქმით, იმედია "ასეთი პარლამენტი" საქართველოს თავის ისტორიაშიარასდროს არ ეყოლება. 

"ევროპული საქართველოდან" საჩხერე ჭიათურა-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სერგო რატიანი ამბობს, რომ ოპოზიაცმ შეძლო და "გარდატეხა" "ოცნება" 8 მარტს, როდესაც მიიღეს ახალი საკონსტიტუციო ცვლილებები.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, გია ვოლსკი ამბობს, რომ საიფორმავიო ველზე "სკანდალური თემები" მეტი იყო გამოტანილი, ვიდრე "რეალური კარგი" მუშაობა. 

ცნობისთვის, საარჩევნო სისტემის ცვლილების შემდეგ, არჩევნები წელს 120/30 -ზე სისტემით ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ იქნება 30 მაჟორიტარული წესით (22 რეგიონებში, 8 - თბილისში) და 120 პროპორციული სიით არჩეული დეპუტატი.

რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებებს, ის პარლამენტმა 117 ხმით 3-ის წინააღმდეგ, 29 ივნისს დაამტკიცა. ცვლილებათა პროექტი გულისხმობს ე.წ. 40%-იან ჩამკეტ მექანიზმსაც. პარტია, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პროპორციული სისტემით 40.54%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს, მთავრობას დამოუკიდებლად ვერ დააკომპლექტებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი