ნატოს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა ინტერნეტ კონფერენციაზე თქვა, რომ არ მივცემენ კრემლს საშუალებას, რომ შეაჩეროს საქართველოს სწრაფვა ნატოსა და ევროკავშირისკენ არჩევნებში ჩარევის გზით.
საქართველოში არჩევნების დემოკრატიულად ჩატარება პირდაპირ არის დაკავშირებული ქვეყნის ნატოში გაწევრიანებასთან. სამხედრო სტანდარტები უკვე ძალიან მაღალია და შესაბამისობაშია ნატოს სტანდარტებთან. ასევე ძალიან ბევრი გაკეთდა სამოქალაქო სექტორშიც იმისთვის, რომ ქვეყანა ნატო-ს სტანდარტებს დაახლოვებოდა. ასე რომ, ამ პერსპექტივიდან, თქვენ ამზადებთ ნიადაგს. ჩვენ არ უნდა მივცეთ რუსეთს უფლება, რომ დაბლოკოს საქართველოს გადაწვეტილება ევროკავშირში ან ნატო-ში გაწევრიანების შესახებ. საქართველოს წინსვლა ევროკავშირის გზაზე თბილისისა და ბრიუსელის გადასაწყვეტია და არა კრემლის, - ამბობს ანდერს ფოგ რასმუსენი.
ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი ტომას ჰენდრიკ ილვესი ამბობს, რომ რუსეთი ბოლო 5 წელია ცდოლობს სხვაქვეყნს არჩევნებში ჩაერიოს და სიტუაცია არიოს.
მინიმუმ ბოლო ხუთი წლელია, რაც ვხედავთ, რომ რუსეთი ცდილობს სხვა ქვეყნების არჩევნებში ჩაერიოს და სიტუაცია არიოს. საქმე ისაა, რომ გარდა ერთი ელექტორიატისა არსებობენ კდიევ სხვა ადამიანები, რომლებიც ამ არჩევნებში იღებენ მონაწიელობას და მათ კეთილი განზრახვები თქვნეი ქვეყნის მიმართ არ აქვთ. ამის მიზანი ქაოსის, არასტაბილურობის განცდის დათესვა უფროა, ვიდრე რომელიმე პარტიის მხარდაჭერა. საქართველო ჩემთვის ძალიან ძვირფასია და ძალიან მინდა, რომ წარმატებებს მიაღწიოთ. ჩაატარეთ ეს არჩევნები ისე, რომ ის ნამდვილად დემოკრატიული იყოს. მე თქვენ გვერდით ვარ და ესტონეთი თქვენ გვერდითაა, - თქვა ტომას ჰენდრიკ ილვესმა.
საქართჩველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩლ თალაკვძემ კონფერენციაზე თქვა, რომ საარჩევნოდ წესები გაამკაცრეს, იმისთვის, რომ თავიდან იცილონ ძალადობრივი კამპანია.
არავის, არცერთ პოლიტიკურ ჯგუფს ჩვენს ქვეყანაში არ მივცემთ საშუალებას, რომ ამ არჩევნების მიმართ ნდობასა და არჩევნების პოზიტიურ გარემოს ზიანი მიაყენოს. ჩვენ განვახორციელეთ ფუნდამენტური დემოკრატიული რეფორმები, მათ შორის საკონსტიტუციო რეფორმა, საარჩევნო სისტემის რეფორმა. გავამკაცრეთ წესები იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ და აღვკვეთოთ ძალადობრივი საარჩევნო კამპანია. ყველაფერი გავაკეთეთ პოლარიზების შესამცირებლად, - თქვა არჩილ თალაკვაძემ
კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ, ასევე ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი ტომას ილვესი, უკრაინის ყოფილი ფინანსთა მინისტრი ნატალი იარესკო და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე.
ცნობისთვის, საარჩევნო სისტემის ცვლილების შემდეგ, არჩევნები წელს 120/30 -ზე სისტემით ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ იქნება 30 მაჟორიტარული წესით (22 რეგიონებში, 8 - თბილისში) და 120 პროპორციული სიით არჩეული დეპუტატი.
რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებებს, ის პარლამენტმა 117 ხმით 3-ის წინააღმდეგ, 29 ივნისს დაამტკიცა. ცვლილებათა პროექტი გულისხმობს ე.წ. 40%-იან ჩამკეტ მექანიზმსაც. პარტია, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პროპორციული სისტემით 40.54%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს, მთავრობას დამოუკიდებლად ვერ დააკომპლექტებს.