რუსეთს სრული ცეცხლის შეწყვეტისკენ მოვუწოდებთ და არა „ერთდღიანი პაუზისკენ" | დიდი ბრიტანეთის საგარეო

გამოქვეყნდა:

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო პუტინის გამოცხადებულ "სააღდგომო ზავს"  ეხმაურება და რუსეთს მოუწოდებს სრული ცეცხლის შეწყვეტისკენ და არა „მხოლოდ ერთდღიანი პაუზისკენ“.

"უკრაინამ აიღო ვალდებულება, დაიცვას სრული ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს იგივე გააკეთოს.
ახლა პუტინისთვის დროა აჩვენოს, რომ სერიოზულად უყურებს მშვიდობას და დაასრულოს თავისი საშინელი შეჭრა“, - აცხადებს დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყება.

შეგახსენებთ, რუსული მედიის ცნობით, დღეს, მოსკოვის დროით 18 საათიდან 21 აპრილის 00:00 საათამდე პუტინმა "სააღდგომო ზავი" აამოქმედა, თუმცა პუტინის ამ ბრძანებიდან მალევე, უკრაინაში საჰაერო განგაში გამოცხადდა.  

იხილეთ ასევე:


 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი