"ძლიერი საქართველოს" წევრ ვაჟა დარჩიასა და მსახიობ მალხაზ ირემაძე რეჟიმის სასამართლომ 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდა

გამოქვეყნდა:

"ძლიერი საქართველოს" წევრ ვაჟა დარჩიასა და მსახიობ მალხაზ ირემაძე რეჟიმის სასამართლომ  5-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ ე.წ. მოსამართლე ირმა ტოგონიძემ გამოცხადდა.

გადაწყვეტილების გამოცხადებას დარბაზში ხმაური მოჰყვა.

სასამართლო სხდომის მსვლელობისას, დაკავებულებმა პოლიციის მხრიდან ძალადობაზე ისაუბრეს.

"ჩვენი სასამართლო იყო სრული ცირკი. ადამიანებმა მოყვნენ სრული ზღაპრები. დამკავებლებად წარმოჩინდნენ ადამიანები, რომლებიც იქ არც კი ყოფილან", - განაცხადა ვაჟა დარჩიამ პროცესის დასრულების შემდეგ.

შეგახსენებთ, 11 იანვარს, საღამოს, ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან, პოლიციამ ბათუმის საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავა.

დაკავებების სერია დაიწყო საპროტესტო მსვლელობისას, როცაა დააკავეს აქციის მონაწილე თათია აბულაძე. პოლიციელებმა აქციაზე დაკავების მიზეზად დაასახელეს ის, რომ, მათივე თქმით, აქციის მონაწილემ ერთ-ერთ პოლიციელს ტანსაცმელზე სტიკერი მიაკრა წარწერით – "გაიფიცე".

ამის შემდეგ აქციის მონაწილეები პოლიციის მთავარი სამმართველოსკენ გაემართნენ, სადაც დააკავეს ციალა ქათამიძე, რომელმაც პროტესტის ნიშნად პლაკატს აკრავდა. ციალა ქათამიძის დაკავების შემდეგ დააკავეს ვაჟა დარჩია, რომელმაც დასვა კითხვა, რატომ აკავებდნენ ციალა ქათამიძეს.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი