ისნის საოლქო კომისიასთან ოპოზიციის წარმომადგენლებმა დღეს კომისიების დაკომპლექტება გააპროტესტეს. ისინი ამბობენ რომ "ქართული ოცნება" ნეიტრალურ წევრებად მათ მხარდამჭერებს ნიშნავს და ზოგადად, კომისიებს პარტაქტივით აკომპლექტებს.
ადგილზე დღეს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი "ენმ"-დან ხატია დეკანოიძე და "რესპუბლიკური პარტიის" წევრი, ხათუნა სამნიძეც იმყოფებოდნენ. ისინი ცესკო-ს თავმჯდომარეს მიმართავენ და მოუწოდებენ, არ დაუშვას კანონდარღვევა. გარდა ამისა, ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ საოლქო და საუბნო კომისიების "ოცნების" მხარდამჭერებით დაკომპლექტება ნიშნავს, რომ ხელისუფლება არჩევნების გაყალბებისთვის ემზადება
კომისიების დაკომპლექტების წესი დღეს დიდუბის მერვე საოლქო საარჩევნო კომიასისთანაც გააპროტესტეს. ოპოზიციის წევრები ამბობენ, რომ კენჭისყრაც და ყველა პროცედურაც ფორმალურია და უკვე წინასწარ არის ცნობილი ვინ დაინიშნება კომისიის თავმჯდომარედ, მოადგილედ და მდივნად
ამზადებენ ინფრასტრუქტურას იმისთვის, რომ დაწერონ არჩევნების ის შედეგები, რაც სურთ. ვაფრთხილებთ ბიძინა ივანიშვილს და მის ხელისუფლებას, ყველანაირი მცდელობა ხალხის ნების გამოხატვაში ჩარევის, დაგიჯდებათ ძვირი. როცა აშშ-ს სახელმწიფო მდივანი გაფრთხილებთ პირადად მოახლოებულ არჩევნებზე, ეს არის ძალიან ნათელი გზავნილი და შეეხება იმას, რომ ზედმიწევნით უნდა შეასრულო კანონის ყველა მოთხოვნა - ამბობს სალომე სამადაშვილი.
ოპოზიცია დარღვევებზე ყველანაირ პასუხისმგებლობას პირადად ცესკოს- თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიას აკისრებს