"ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" ხელმძღვანელის, მზია ამაღლობელის პატიმრობას X-ზე ეხმაურება ნობელის პრემიის მფლობელი, მარია რესა, რომლის წიგნითაც - "როგორ დავამარცხოთ დიქტატორი" ჟურნალისტი დღევანდელ პროცესზე მივიდა.
"საპროტესტო აქციების 47 დღის შემდეგ... წარმოუდგენელია", - წერს რესა და ამაღლობელზე ინფორმაციას აზიარებს.
ივანიშვილის სასამართლომ ამაღლობელს დღეს, 14 იანვარს პატიმრობა შეუფარდა.