პარტია "საქართველოსთვის" მის ლიდერზე და ყოფილ პრემიერმინისტრზე, გიორგი გახარიაზე თავდასხმასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და დაუყოვნებლივ და სრულყოფილ გამოძიებას ითხოვს.
"დღეს ბათუმში, პარტია "საქართველოსთვის" ლიდერს და საქართველოს ყოფილ პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას სასტიკად დაესხნენ თავს, ივანიშვილის რეჟიმის მიერ მოწყობილი კოორდინირებული, ჯგუფური თავდასხმის შედეგად.
გიორგი გახარია იმყოფებოდა ბათუმში და ესწრებოდა ჩვენი პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის უსამართლოდ დევნილი წევრების სასამართლო პროცესებს, როცა ეს საშინელი ძალადობა მოხდა.
პარტია "საქართველოსთვის" ივანიშვილის რეჟიმის მიერ მოწყობილი ძალადობრივი თავდასხმის დაუყოვნებლივ და სრულყოფილ გამოძიებას ითხოვს და მოუწოდებს ყველა პასუხისმგებელი პირისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას.
ეს პოლიტიკურად მოტივირებული თავდასხმა ოპოზიციის დაშინებისა და განსხვავებული აზრის დათრგუნვის აშკარა მცდელობაა. ასეთი ქმედებები ვერასდროს გააჩუმებს საქართველოს დემოკრატიული და ევროპული მომავლისთვის მებრძოლ ხმებს", - წერია განცხადებაში.
ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, გიორგი გახარიას ბათუმში, ოლიგარქის "დეპუტატი" დიტო სამხარაძე, თანმხმელბ პირებთან ერთად თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა. თავდასხმა სასტუმრო "შერატონში" მოხდა. გახარია კლინიკაში ცხვირის ძვლის მოტეხილობით და ტვინის შერყევით გადაიყვანეს. მან კლინიკა თავისი ნებით დატოვა. გამოძიება ძალადობის მუხლით არის დაწყებული.