"მოვითხოვ დანაშაულის სწრაფ გამოძიებას და დამნაშავეების თანმიმდევრულად დასჯას" | როთი გახარიაზე თავდასხმაზე

გამოქვეყნდა:

"მოვითხოვ დანაშაულის სწრაფ გამოძიებას და დამნაშავეების თანმიმდევრულად დასჯას," - ამის შესახებ სოციალურ ქსელში გერმანელი პოლიტიკოსი, მიხაილ როთი წერს და გასულ ღამეს, ბათუმში, პარტია "საქართველოსთვის" ლიდერზე და საქართველოს ყოფილ პრემიერმინისტრზე, გიორგი გახარიაზე თავდასხმას ეხმიანება. 

"ღრმად შოკირებული ვარ ბათუმში გიორგი გახარიაზე განხორციელებული სასტიკი თავდასხმით. მოვითხოვ დანაშაულის სწრაფ გამოძიებას და დამნაშავეების თანმიმდევრულად დასჯას. რეჟიმმა უნდა დაიცვას კრიტიკული ხმები და არ დაემუქროს მათ. გიორგის სწრაფ და სრულ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ," - წერს როთი. 

ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, გიორგი გახარიას ბათუმში, ოლიგარქის "დეპუტატი" დიტო სამხარაძე, თანმხმელბ პირებთან ერთად თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა. თავდასხმა სასტუმრო "შერატონში" მოხდა. გახარია კლინიკაში ცხვირის ძვლის მოტეხილობით და ტვინის შერყევით გადაიყვანეს. მან კლინიკა თავისი ნებით დატოვა. გამოძიება ძალადობის მუხლით არის დაწყებული. 
 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი