"სოლიდარობა ზვიად ქორიძეს და გიორგი გახარიას... ეს ბრძოლა ყველას მოსაგებია, ვინც ახლა აქეთ ვართ" | ჯაფარიძე

გამოქვეყნდა:

"სოლიდარობა ზვიად ქორიძესა და გიორგი გახარიას," - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს და გასულ ღამეს ბათუმში თავდასხმას ეხმიანება. 

"სოლიდარობა ზვიად ქორიძესა და გიორგი გახარიას (ყოველგვარი "მაგრამებისა" და "მიუხედავად იმისების" გარეშე).

ეს ბრძოლა ყველას მოსაგებია, ვინც ახლა აქეთ ვართ.

და ეს რუსული სიმახინჯე და ბოროტება სამუდამოდ ჩასარეცხია მაგადანის ჩეჩმაში," - წერს ჯაფარიძე. 

ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, გიორგი გახარიას ბათუმში, ოლიგარქის "დეპუტატი" დიტო სამხარაძე, თანმხმელბ პირებთან ერთად თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა. თავდასხმა სასტუმრო "შერატონში" მოხდა. გახარია კლინიკაში ცხვირის ძვლის მოტეხილობით და ტვინის შერყევით გადაიყვანეს. მან კლინიკა თავისი ნებით დატოვა. გამოძიება ძალადობის მუხლით არის დაწყებული. 
 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი