„მოკეტე კაცო“ - ჯო ბაიდენი დონალდ ტრამპს

გამოქვეყნდა:

აშშ-ის მოქმედ პრეზიდენტ დონალ ტრამპსა და დემოკრატიული პარტიის ოფიციალურ კანდიდატ ჯო ბაიდენს შორის, საპრეზიდენტო დებატები მწვავე დაპირისპრებაში გადაიზარდა.

„მოკეტე კაცო, ეს არ არის პრეზიდენტის შესაფერისი ლაპარაკი“ - ასეთი იყო ბაიდენის რეპლიკა, როცა პრეზიდენტმა ტრამპა მას ლაპარაკი შეაწყევტინა.

ამერიკის მოქმედმა პრეზიდენტმა მეტოქესა და დებატების წამყვანს ლაპარაკი არაერთხელ შეაწყვეტინა. მან ასევე თქვა, რომ დემოკრატები აპირებენ არჩევნების ცარიელი ბიულეტინებით გაყალბებას და გამარჯვებისთვის რადიკალური დაჯგუფებების გამოყენებას. 

მოქმედმა პრეზიდენტმა დებატების მიმდინარეობისას მოწინააღმდეგის სიფხიზლეში ეჭვი შეიტანა და ბაიდენს შემდეგი დებატების წინ, ნარკოტიკებზე ტესტის ჩატარება ურჩია. გარდა ამისა, ტრამპმა ბაიდენის შვილი რუსი გენერლის ცოლისგან 3.5 მილიონი დოლარის აღებაში დაადანაშაულა.

ცნობისთვის, პრეზიდენტობის კანდიდატებმა COVID 19-ის პანდემიაზე, ჯანდაცვასა და ეკონომიკაზე იდებატეს.

აქვე, ბაიდენმა ტრამპს პირდაპირი პასუხისმგებლობა დააკისრა აშშ-ში COVID 19-ის შედეგებზე: „ტრამპმა ჯერ კიდევ თებერვალში იცოდა ამ ვირუსის მომაკვდინებელი შედეგების შესახებ, მან მოუწოდა ხალხს სიმშვიდისკენ, თუმცა, თვითონ იყო პანიკაში და სანამ მხოლოდ ეკონომიკის გადარჩენაზე ფიქრობდა, 200000 ამერიკელი დაიღუპა.“

დონალდ ტრამპისა და ჯო ბაიდენის მომდევნო დებატები ოქტომბერში გაიმართება.

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი