რუსთაველის რეაბილიტაციისთვის გამოცხადებული ტენდერების ნაწილი ჩაიშალა | ნაწილზე კი "ოცნების" შემომწირველს აქვს წინადადებები წარდგენილი

გამოქვეყნდა:

თბილისის მერიის მიერ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის მიზნით გამოცხადებული ტენდერების ნაწილი არ შედგა. ტენდერებში წინადადებები 9 -14 იანვარს უნდა წარდგენილიყო.

სარეაბილიტაციო მონაკვეთი 4 ნაწილადაა გაყოფილი თ. ჭოველიძის ქუჩიდან მ/ს "რუსთაველამდე", მ/ს "რუსთაველიდან" ალ. ჭავჭავაძის ქუჩამდე, ალ. ჭავჭავაძის ქუჩიდან ზ. ჭიჭინაძის ქუჩის ჩათვლით, ზ. ჭიჭინაძის ქუჩიდან თავისუფლების მოედნამდე. თუმცა 2 მონაკვეთის (ალ. ჭავჭავაძის ქუჩიდან ზ. ჭიჭინაძის ქუჩის ჩათვლით. ზ. ჭიჭინაძის ქუჩიდან თავისუფლების მოედნამდე) შემთხვევაში ტენდერი თავიდან გამოცხადდა. შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე ტენდერის ჩაშლის მიზეზეზი განმარტებული არაა.ახალი ტენდერები 15 იანვარს გამოცხადდა წინადადებების მიღება 31 იანვარს დაიწყება და 5 თებერვალს დასრულდება.

თ. ჭოველიძის ქუჩიდან მ/ს "რუსთაველამდე" მონაკვეთის და მ/ს "რუსთაველიდან" ალ. ჭავჭავაძის ქუჩის ჩათვლით მონაკვეთებზე, რომელთა ტენდერების ღირებულებაც 4 382 808 და 8 464 123 ლარია. შერჩევა/შეფასების ეტაპი მიმდინარეობს. წინადადება წარდგენილი აქვს შპს "დინ გრუპს", რომლის ერთ-ერთმა მეწილემ 2024 წლის სექტემბერში ქართულ ოცნებას 60 000 ლარი შესწირა. 2015-2024 წლებში შპს "დინ გრუპმა" 94 მლნ ლარის სახელმწიფო შესყიდვები მიიღო.
 

იხილეთ ასევე

თბილისის მერია რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციას გეგმავს | სამუშაოების ხანგრძლივობა 3 თვეა

შპს "დინ გრუპის" 25%-იანი წილის მფლობელმა "ოცნებას" 2 სექტემბერს 60,000 ლარი შესწირა | მის კომპანიას 94 მლნ ლარის სახელმწიფო შესყიდვები აქვს მიღებული

ავტორი: ნინო ზედგენიძე

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი