ხაზარაძე, ჯაფარიძე, უსუფაშვილი, ნაცვლიშვილი...- "ლელომ" საარჩევნო სია დაასახელა

გამოქვეყნდა:

“ლელომ“ დღეს პროპორციული საარჩევნო სია წარადგინა. სიის პირველი ნომერი პარტიის თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძეა, მეორე - ბადრი ჯაფარიძეა,  მას კი  დავით უსუფაშვილი მოჰყვება.

კვოტირების წესების მიხედვით, პარტიის სიის ყოველი მეოთხე კანდიდატი ქალია. მათ შორის პირველი, მეოთხე ნომრად, ანა ნაცვლიშვილია. 

„ლელოს“ პირველი ოცდაათეული ასე გამოიყურება:

  • 1. მამუკა ხაზარაძე
  • 2. ბადრი ჯაფარიძე 
  • 3. დავით უსუფაშვილი
  • 4. ანა ნაცვლიშვილი 
  • 5. ირაკლი კუპრაძე
  • 6. ფიქრია ჩიხრაძე 
  • 7. კახა კოჟორიძე 
  • 8. გრიგოლ გეგელია 
  • 9. ლევან კობერიძე 
  • 10. საბა ბუაძე 
  • 11. გიგლა მიქაუტაძე
  • 12. ლანა გალდავა 
  • 13. თამაზ დათუნაშვილი
  • 14. ლევან სამუშია 
  • 15. გიორგი მორდეხაშვილი
  • 16. მედეა მეტრეველი 
  • 17. მამუკა კაციტაძე
  • 18. სოსო ვახტანგაშვილი 
  • 19. სოფო შამანიდი
  • 20. გიორგი სიორიძე
  • 21. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი 
  • 22. თამარ შავგულიძე
  • 23. გიორგი კანაშვილი
  • 24. ალექსანდრე ახვლედიანი 
  • 25. ჯამბულ ხოზრევანიძე 
  • 26. მურად მურადოვი
  • 27. ეკატერინე ქვლივიძე
  • 28. პაატა ცივაძე
  • 29. სოსო ლიპარტელიანი
  • 30. თამარ ბელქანია 

გუნდი რომელიც „ლელომ“ წარადგინა  მზადაა, ხალხთან ერთად და ხალხისათვის იბრძოლოს ძირფესვიანი ცვლილებებისათვის ჩვენს ქვეყანაში - ასე მიმართა ეროვნულ მუზეუში შეკრებილ მხარდამჭერებს პარტიის პირველმა ნომერმა და თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი