მედია - "ქართული ოცნების" სამიზნე და ხელისუფლებისგან წახალისებული ძალადობა

გამოქვეყნდა:

მოძალადეების სახელები და გვარები, რომლებიც "მთავარი არხის" გადამღებ ჯგუფს დაესხნენ თავს უცნობია, თუმცა დადასტურებულია რომ ყველა ქართული ოცნების წარმომადგენელია. 

ქართული ოცნების საარჩევნო შტაბთან შეკრებილმა ადამიანებმა ჟურნალისტი ჯეიჰუნ მუჰამედალი ძირს დააგდეს და 10- მდე პირმა ის გამეტებით სცემა.

ჟურნალისტს მარნეულის პოლიციაში დღეს 3 საათზე მეტ ხანს კითხავდნენ.

აინტერესებდათ იცნობს თუ არა თავდამსხმელებს და შეუძლია თუ არა მათი ამოცნობა. იმის გამო რომ წაქცეულს 10 მდე პირი ურტყამდა ყველა ვერ დაინახა.  

პოლიციას აქვს კადრები, სადაც მოძალადეები კარგად ჩანან, თუმცა 24 საათზე მეტია ძალოვან უწყებაში ჯერ ვერც ერთის ვინაობის დადგენა ვერ შეძლეს. არადა ათობით პოლიციელი რამდენიმე მეტრის მოშორებით იდგა, მაშინ როდესაც ჟურნალისტს ფიზიკურად უსწორდებოდნენ. 

ჟურნალისტებზე თავდასხმას კი წინ ნაციონალური მოძრაობის წევრების კუთვნილი ავტომობილის დამტვრევა  და 3 ოპოზიციონერის სასტიკად ცემა უძღოდა.  

ლაშა და გიორგი ქველაძეები ამტკიცებენ რომ მათზე ძალადობის ორგანიზატორი მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე და ზაურ დარგალის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ამირან გიორგაძე იყო. 

მამა-შვილი მრავლობითი დაზიანებით ამ დრომდე კლინიკაში მკურნალობს. 

მათ დასახმარებლად ადგილზე მისული სამოქალაქო პლატფორმა 2020 ის წარმომადგნელებიც ქართული ოცნების წევრებმა სცემეს. გიორგი მუმლაძემ ყველა იმ პირის ვინაობა დაუსახელა პოლიციას, რომელიც მას ფიზიკურად გაუსწორდა. 

შსს-მ გამოძიება დაიწყო, მაგრამ 24 საათზე მეტია ვერ გაარკვიეს ვის უნდა წარუდგინონ ბრალი ძალადობისა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის გამო. 

ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატი მარნეულში მორალურ პასუხისმგებლობას არ გრძნობს და  ამტკიცებს, რომ მისი შტაბის წევრები ჟურნალისტებზე არ იძალადებდნენ. 
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი