კომისიები დააკომპლექტეს - მზადება არჩევნების გაყალბებისთვის და ხმაური საოლქოებთან

გამოქვეყნდა:

ხმაური და დაპირისპირება იყო დღეს თბილისსა და რეგიონებში საოლქო საარჩევნო კომისიებთან. "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა და მათ მხარდამჭერებმა საუბნო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეებად, მოადგილეებად და მდივნებად ,,ქართული ოცნებისთვის'' სასურველი კადრებით დაკომპლექტება გააპროტესტეს. ხელმძღვანელ პოზიციებზე თითქმის ყველგან "ოცნების" სასურველი კანდიდატები დაინიშნენ.

არჩევნების გაყალბებისთვის მზადება - ასე აფასებენ ხელისუფლების ოპონენტები საუბნო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეებად და მათ მოადგილეებად ,,ქართული ოცნების" მიერ შერჩეული კანდიდატების დანიშვნას.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ წინასწარ უკვე ცნობილი იყო ვინ გახდებოდნენ საუბნო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეები, მოადგილეები და მდივნები, კენჭისყრისთვის სულ რამდენიმე წუთიც სწორედ ამიტომ დასჭირდათ.

საუბნო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეებად და მოადგილეებად მმართველი გუნდისსთვის სასურველი კადრების დანიშვნა გააპროტესტეს ფოთშიც 26-ე საოლქო საარჩევნო კომისიასთან. ოპოზიციის შეფასებით კომისიებს არა საარჩევნო ადმინსიტრაცია, არამედ სუს-ი აკომპლექტებს.

საარჩევო კომისიების თავმჯდომარეების დანიშვნის პროცედურებსა და მარნეულში მომხდარ ძალადობაზე სურდათ დღეს კითხვების დასმა ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს ცესკოს სხდომაზე, თუმცა თამარ ჟვანიამ იმ მოტივით რომ ამას დღევანდელი სხდომის ფორმატი არ ითვალისწინებდა, ამის საშუალება არ მისცა.

აქცია იყო ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიასთანაც. ოპოზიციის წარმომადგენლებმა ხელი არ მოაწერეს დოკუმენტს, რადგან ფიქრობენ, რომ ეთიკის ნორმებს თავად საარჩევნო ადმინისტრაციაში მმართველი გუნდის წარმომადგენლები არღვევენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი