"ყველა მაჩვენებელი მიუთითებს, რომ წელს არც თუ ისე ადვილი წელი გვექნება," - ამის შესახებ კომპანია Reformatics-ის დამფუძნებელმა, ნიკა გილაურმა ისაუბრა.
"ჯერ კიდე ბოლომდე არ ასახულა ჩვენს ეკონომიკაზე ის პოლიტიკური კრიზისი, რაშიც საქართველოა შესული. თუმცა აბსოლუტურად ყველა მაჩვენებელი მიუთითებს იმისკენ, რომ ჩვენ წელს არცთუ ისე ადვილი წელი გვექნება, თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ ნოემბერ-დეკემბერში უკვე ვნახეთ ტურიზმის ციფრები, იანვარშიც არანაირად უკეთესი არ არის, ამას ემატება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან შემოდინებების შემცირება, ამას ემატება პირდაპირი ინვესტიციების შემცირება. რეალურად ის ვალუტის შემოდინებები, რაც ქვეყანას ჰქონდა ბოლო პერიოდის განმავლობაში საგრძნობლად მცირდება," - განაცხადა ნიკა გილაურმა.
თავისუფალი ბიზნესის წარმომადგენლები საგანგებო შეხვედრას მართავენ. სასტუმრო "შერატონში" ბიზნესმენები უკვე ერთი საათია ქვეყანაში შექმნილ კრიზისზე და მისი თავიდან აცილების მეთოდებზე მსჯელობენ.