ხმაურისა და დაპირისპირების ფოზნე ირჩევენ საუბნო კომისიის ნეიტრალურ წევრებს

გამოქვეყნდა:

ბოლო 3 დღის განმავლობაში ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე ირჩევდნენ საუბნო კომოსიის თავმჯდომარეებს, მოადგილეებსა და მდივნებს სხვადასხვა ოლქში.

"მთავარმა არხმა" მოიპოვა ვიდეოები, სადაც ჩანს, რომ ეს პროცესი შეუსაბამო გარემოში, გაურკვეველ სივრცეებში იმართებოდა და პრაქტიკულად რამდენიმე წუთში სრულდებოდა. ოპოზიცია სამი დღეა აპროტესტებს კომისიებში მიმდინარე არჩევნებს და მას "ოცნების" ინტერესების შესაბამისად დანიშვნებს უწოდებს. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ამ ფორმალური პროცესით არჩევნების გაყალბება მმართველ პარტიას უკვე დაწყებული აქვს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ 30 სექტემბერს "ენმ"-ის წარმადგენლებს საბურთალოს N მე-2 საარჩევნო ოლქში საუბანო კომისიებში ნეიტრალური წევრების არჩევის პროცესზე დაკვირვება სურდათ, თუმცა შენობაში არ შეუშვეს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი