ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია იმედს გამოთქვამს, რომ დონალდ ტრამპი ორგანიზაციიდან გასვლის შესახებ გადაწყვეტილებას გადახედავს.
WHO წუხს, ტრამპის აღნიშნული გადაწყვეტილებას გამო და იმედოვნებს, რომ აშშ კონსტრუქციულ დიალოგში ჩაერთვება. გარდა ამისა, განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ აშშ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დამფუძნებელი წევრია.
"ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ აშშ გადახედავს გადაწყვეტილებას და მოუთმენლად ველოდებით კონსტრუქციულ დიალოგში ჩართვას აშშ-სა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას შორის პარტნიორობის შესანარჩუნებლად მსოფლიო მასშტაბით მილიონობით ადამიანის ჯანმრთელობისთვის და კეთილდღეობისთვის“, - აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ განკარგულებას, რომლის თანახმადაც, აშშ-ს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან გამოსვლის პროცესს იწყებს. ტრამპის ბრძანების ტექსტში აშშ-ის გამოსვლის მიზეზებად დასახელებულია, მათ შორის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ "კოვიდ-19-ის პანდემიისა და სხვა გლობალური ჯანდაცვის კრიზისების არასწორი მართვა".