"ბრალდების მოწმეებმა პროკურატურას თავისი ,,ვერსია” თვითონვე დააფხრიწეს თავზე" | რა ხდება ვიტალი გუგუჩიას, იგივე "ფორთოხლის გამყიდველის" საქმეზე?

გამოქვეყნდა:

"ფორთოხლის გამყიდველი" ქიქოძის ქუჩაზე მდებარე მარკეტიდან ვიტალი გუგუჩია მისი ბრალდების საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც გუგუჩია წერს, ბრალდების მხარის მოწმეებმაც  კი პროკურატურას თავისი ,,ვერსია” თვითონვე "დააფხრიწეს თავზე": 

ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან შედარებით ჩემი საქმე რა მოსატანია, მაგრამ გეტყვით დღევანდელი დღის შესახებ:

დღეს იყო ჩემი ბრალდების მორიგი სასამართლო პროცესი ზუგდიდის სასამართლოში. სამჯერ გადადების შემდეგ, როგორც იქნა, რეჟიმის პროკურორმა იკადრა და მოიყვანა 2 მოწმე. დაკითხვის მთელ პროცესს ვერ მოვყვები, მაგრამ მათი ჩვენებებით რაც გაირკვა არის ის, რომ:

ფაქტობრივად დაადასტურეს, რომ ნათია ბერიძე არანაირ ჟურნალისტურ საქმიანობას არ ახორციელებდა, საერთოდ ჟურნალისტი ასე არ უნდა იქცეოდეს, არც ერთი კითხვა არ დაუსვამს იმასთან დაკავშირებით, რაზეც თითქოს იყო ჩემს სახლში მოსული. ასევე, მოწმემ განმარტა, რომ მიცნობდა პირადად, როგორც სამართლიან და კარგ გამომძიებელს, რომ არასოდეს სმენია ჩემი მეგის ქარდავას ხელის ბიჭობა, რომ 2 ჟურნალისტისა და ერთი აქტივისტის დაკავება, რომელსაც მისი ტელევიზია მაბრალებდა, არის სიცრუე და მე მათ საქმეებთან არანაირი შეხება არ მქონია. ასევე, ფაქტობრივად დაადასტურა, რომ მე კი არ ვესხმოდი ოპერატორს თავს, არამედ პირიქით, რადგან თქვა რომ მას აკავებდა და არა მე. ასევე სასამართლო პროცესზე დაგმო ყველა ჟურნალისტზე ნებისმიერი ძალადობა, რაზეც მოსამართლისგან მიიღო დაზუსტება, რომ არა მარტო ჟურნალისტზე, არამედ ნებისმიერ ადამიანზე ძალადობა არის დასაგმობი.

მოკლედ ესენი იყვნენ ბრალდების მოწმეები, რომლებმაც პროკურატურას თავისი ,,ვერსია” თვითონვე დააფხრიწეს თავზე. 

ამის შემდეგ პროცესი გადაიდო 26 თებერვლამდე. პროკურატურა ეცდება ბუა, გუდიანი და ღირუმღარუმი ერთად მოიყვანოს. 

ველოდებით მოუთმენლად!
ყველას დიდი მადლობა გულშემატკივრობისთვის და მხარდაჭერისთვის" წერს გუგუჩია. 

შეგახსენებთ, გასულ წელს, რუსული კანონის მიღების დღეს, "ოცნების" დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე ერთ-ერთ აქტივისტს, რომელმაც მას "მონა" უწოდა, ქუჩაში გაეკიდა, გზად ხილ-ბოსტნის მაღაზიიდან ფორთოხალი აიღო და ესროლა. სწორედ ეს მაღაზია ეკუთვნის ვიტალი გუგუჩიას და მის ოჯახს, რომელთანაც ჯაფარიძე მეორე დღეს "ბოდიშის" მოსახდელად მივიდა, თუმცა საპასუხოდ კრიტიკა მიიღო.

მომხდარიდან მალევე "ოცნების" პროპაგანდისტული POS TV-ის პროპაგანდისტებმა გუგუჩიას ოჯახს სოფელში ჩააკითხეს. მოხდა დაპირისპირებაც, რის შემდეგაც "ოცნების" პროკურატურამ გუგუჩიას ბრალი წარუდგინა. მას ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლასა და ძალადობაში ადანაშაულებენ. 6 აგვისტოს ზუგდიდის სასამართლომ ვიტალი გუგუჩიას აღკვეთის სახით, 5 000 ლარიანი გირაო შეუფარდა. ამის შემდეგ, რუსულ რეჟიმთან დაპირისპირებული მოქალაქის დასახმარებლად საზოგადოება გაერთიანდა და გირაოს გადასახდელი თანხა შეუგროვა.  

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი