"ფორმულა" ავრცელებს სიას, ვის დაუწესა გერმანიამ სავიზო სანქციები.
მათი ცნობით, სანქციებში მოხვდნენ:
- ვახტანგ გომელაური - შს მინისტრი;
- ვაჟა სირაძე - შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი;
- ზვიად ხარაზიშვილი - შსს-ის გდდ-ის უფროსი;
- მირზა კეზევაძე - გდდ-ის უფროსის მოადგილე;
- თეიმურაზ კუპატაძე - შსს-ს კრიმპოლის უფროსი;
- ლაშა ჯოხაძე - შსს-ს საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი;
- თეიმურაზ კალანდაძე - შსს-ს კახეთის პოლიციის უფროსი;
- ლაშა სალუქვაძე - შსს-ს ვაკე-საბურთალოს პოლიციის უფროსი;
- დიმიტრი სამხარაძე - პარლამენტის წევრი.
გერმანიამ 9 პირს, რომლებიც აქციის მონაწილეებისა და ოპოზიციის წევრების მიმართ ძალადობაზე არიან პასუხისმგებლები, სავიზო სანქციები 31 დეკემბერს დაუწესა.