"პრაქტიკულად, ყველა დასანქცირებული ვართ, იმიტომ რომ ქვეყნის სახე და იმიჯი არის ნულთან გათანაბრებული" | ბიზნესი კრიზისიდან გამოსავლად ახალ არჩევნებს ასახელებს

გამოქვეყნდა:

ბიზნესის წარმომადგენლები ქართული ოცნების მთავრობის წევრების სანქცირებას ქვეყნის იმიჯისა და ეკონომიკისთვის უკიდურესად დამაზიანებლად მიიჩნევენ და შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალს ახალი არჩევნების დანიშვნაში ხედავენ. კრიტიკული შეფასებები დღეს შავი ზღვის ყოველწლიური კონფერენციის მიმდინარეობისას გაკეთდა, რომელიც ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) ორგანიზებითა და USAID EGP-ის მხარდაჭერით სასტუმრო "ბილტმორში" იმართება.

ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალური მდივანი ზვიად ჭუმბურიძე აცხადებს, რომ ქვეყნისთვის დამაზიანებელია არსებულ სტატუს-კვოთი დარჩენა.

"თუ ხელისუფლება გადაწყვეტილებას არ მიიღებს და ამ სტატუს-კვოთი დავრჩებით, რომ ხალხი მოითხოვს ახალ არჩევნებს და ხელისუფლება წინააღმდეგია, ეს არცერთ მხარეს სიკეთეს არ მოუტანს. პრაქტიკულად, ყველა დასანქცირებული ვართ, იმიტომ რომ ქვეყნის სახე და იმიჯი არის ნულთან გათანაბრებული, როდესაც შენი ხელისუფლების წარმომადგენლები არიან სანქციების ქვეშ. არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება მაგნიტსკის აქტის თუ უფრო მსუბუქი სანქციით. ნებისმიერი სანქცია, მსუბუქი სანქციაც კი ბიზნეს გარემოსთვის არის კატასტროფულად დამაზიანებელი“, - განაცხადა ზვიად ჭუმბურიძემ.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი