"ძაღლი ყეფდა, ქარავანი მიდიოდა" | თვითგამოცხადებული პრემიერი ბიზნესმენებზე, რომლებიც მძიმე ეკონომიკურ პროგნოზს აკეთებენ

გამოქვეყნდა:

ლარის მოსალოდნელ გაუფასურებასა და მძიმე ეკონომიკურ პროგნოზებზე, ბიზნესმენების ნაწილის განცხადებებზე, არალეგიტიმური პრემიერი კობახიძე ამბობს, რომ ასეთი პროგნოზები 2020 წლის შემდეგ კეთდება, რეალურად კი ეკონომიკა 4 წელიწადში "40 მილიარდი ლარით გაიზარდა". ამავე ბიზნესმენებს კობახიძე "რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერებად" მოიხსენიებს: 

"რეალურად ესენი არიან რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერები. ისინი ასე ლაპარაკობენ უკვე წლებია. 2020 წლიდან მოყოლებული განსაკუთრებით, ისინი საუბრობენ ასეთ ტონალობაში, მუდმივად საუბრობენ რისკებზე. საბოლოო ჯამში, ძაღლი ყეფდა, ქარავანი მიდიოდა და თქვენ ხედავთ, რომ ამ განცხადებების ფონზე, ჩვენ შევძელით და ეკონომიკა  ოთხ წელიწადში გავზარდეთ 40 მილიარდი ლარით" თქვა თვითგამოცხადებულმა პრემიერმა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი