
ოკუპირებული გალის ციხეში გადაყვანილი ირაკლი ბებიას ოჯახის წევრებს და სახალხო დამცველის წარმომადგენელს შორის შეხვედრა დასრულდა.
სახალხო დამცველის აპარატის მრჩეველი, მერი კოჭლამაზაშვილი ამბობს, რომ ომბუდსმენის აპარატი საქმეში ჩართულია. კოჭლამაზაშვილის თქმით, მოუწოდებენ სახელმწიფო უწყებებს, რომ ოჯახის ირაკლი ბებუის შესახებ ინფორმაცია მიაწოდნ.
დაკავებული ირაკლი ბებუას ბიძაშვილი ამბობს, რომ ირაკლის ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. მისივე თქმით, ოჯახს მხოლოდ სახალხო დამცველთან აქვს კომუნიკაცია.
შეხვედრა იყო ინფორმაციის გასაცვლელად. ჩვენ რა ინფორმაციას ვფლობდით, იმათი მხრიდან რისი გაკეთება შეიძლება. ამ მომენტისათვის მხოლოდ სახალხო დამცველთან გვაქვს კომუნიკაცია იმიტომ, რომ მთავრობისგან არანაირი გამოხმაურება არ ყოფილა და არ გვაწვდიან ინფორმაციას.... ჩვენთვის, ოჯახისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ეტაპზე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს დამაკმაყოფილებელი და არ მოხდეს მასზე ფიზიკური ზეწოლა და ასევე იქნას გათავისუფლებული, აუცილებლად, - თქვა თამუნა ბებუმ
ცნობისთვის, უსაფრთხოების სამსახურმა დღეს განცხადება გაავრცელა, უწყების ინფორმაციით მომხდართან დაკავშირებით ინფორმირებულები არიან ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები და საერთაშორისო პარტნიორები. განცხადებაში ასევე წერია, რომ მიმდინარეობს აქტიური მუშაობა პირის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მიზნით.
შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. დროშის დაწვის გამო ოკუპირებული გალის რაიონში საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა გუშინ დააკავეს.