ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. დროშის დაწვის გამო ოკუპირებული გალის რაიონში, საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებია დააკავეს.

ირაკლი ბებიამ დროშა "აფხაზეთის გამარჯვების“ წლისთავზე დაწვა, რომელსაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე 27 სექტემბრიდან აღნიშნავენ. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ის დროშის დაწვის ფაქტს ადასტურებს და ამბობს, რომ ქართველების და აფხაზების დაყოფის თარიღი არ უნდა აღინიშნებოდეს. აფხაზები კი წერენ, რომ დაკავებული სასტიკად უნდა დაისაჯოს, ის უნდა დახვრიტონ ან დაწვან.

ირაკლი ბებიას დაკავების შემდეგ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში „ცხელი ხაზი" ამოქმედდა. ამ საკითხზე სუსი დღეს, სავარაუდოდ, განცხადებასაც გაავრცელებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი