"ეს არის დიქტატურა საარჩევნო ყუთით" | სვეტლანა ტიხანოვსკაია ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებზე

გამოქვეყნდა:

როგორ შეიძლება ეწოდოს ამას "არჩევნები", როდესაც ოპოზიციური პარტიები აკრძალულია და მათი ლიდერები გისოსებს მიღმა არიან, ან იძულებულნი არიან გადასახლებაში წავიდნენ? ეს არ არის დემოკრატია - ეს არის დიქტატურა საარჩევნო ყუთით - ასე აფასებს ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებს ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი, სვეტლანა ტიხანოვსკაია, რომელსაც 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, თავადაც მოუწია ქვეყნის დატოვება.

2020 წლიდან ლუკაშენკოს რეჟიმის პატიმარია ტიხანოვსკაიას ქმარი, ოპოზიციის ლიდერი სერგეი ტიხანოვსკი. ის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე დააპატიმრეს და  "არეულობის ორგანიზებისთვის", 18 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ტიხანოვსკი აპირებდა საპრეზიდენტო არჩევნებში ლუკაშენკოს დაპირისპირებოდა, თუმცა დაპატიმრების გამო ეს ვერ შეძლო. ამის შემდეგ, ის ცოლმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ ჩაანაცვლა და საპრეზიდენტო კანდიდატად დარეგისტრირდა.

ბელარუსში კი რიგით მეშვიდე საპრეზიდენტო არჩევნები დღეს, 26 იანვარს გაიმართება. ალექსანდრ ლუკაშენკოს გარდა, არჩევნებში ფორმალურად კიდევ 4 კანდიდატი მონაწილეობს.

იხილეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი