მარნეულის ინციდენტის მთავარი და ყველაზე აგრესიული მონაწილე, საკრებულოს თავმჯდომარე და ამავდროულად, მმართველი პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ამირან გიორგაძე გამოძიებას ამ დრომდე არათუ დაუკითხავს, მეტიც, ის მომხდარში თავად ჟურნალისტებს ადანაშაულებს და ამბობს, რომ ჯეიჰუნ მუჰამედ ალიმ თვითდაზიანებები თავად მიიყენა:

მარნეულის სკარებულოს თვმაჯოდმარის და მმართველი პარტიის საარჩვენო შატაბის ხელმძღვნელის გადაყენების მოთხოვნით ოპოზიციამ და სამოქალაქო აქტივისტებმა აქციები მას შემდეგ დაიწყეს, რაც მარნეულში მომხდარი ინციდენტისას ჟურნალისტები, მათ შორის, "მთავარის" რეპორტიორი ჯეიჰუნ ალი მუჰამედი დაშავდნენ.

"ვის მივაყენე დაზიანებები? ეხლა მე შემიძლია თქვენ დაგაბრალოთ რომ  თავში ჩამარტყით რაღაცა,  სიმართლეა ეს? ეს არის პროვოკაცია რომ ჩემი სახელი ახსენოს ყველამ, თურმე ყველას ერთად ვურტყამდი მე და კადრიები  არ არსებობს, მე შტაბში ვიყავი და ხმაურზე გამოვედი,.ჯეიჰუნი არ ქვია იმას? ბიჭებმა მთხრეს,  რომ გარბოდა ფეხით და როგორც კი ღობეზე გადახტა, წამოწვა, ვითომდა ნაცემი იყო. ვერ გეტყვით, რა დაზიანებები აქვს, ექსპერტი არ ვარ. კადრევში ჩანს რომ მე ვაშველებ ხალხს და არსად არ ჩანს, რომ მე ვიღაცას ვურტყადი, ჩართული იყო კადრები, ტელეფონები და მაჩვენეთ ეს კადრები", -აღნიშნა გიორგაძემ, მაგრამ მას შემდეგ, რაც ჩენმა ჟურნალისტმა კადრების ჩვენება შესთავაზა, საკრებულოს თავმჯდომარე გაიქცა. 

შეგახსენებთ, მარნეულში 29 სექტემბერს მთელი დღის განმავლობაში დაძაბულობა იყო, თავს დაესხნენ ჟურნალისტებს, მთავარი არხის 4 თანამშრომელსა და საზოგადოებრივი მაუწყებლის გადამღებ ჯგუფს. 

აქვე შეგახსენებთ, რომ სამოქალაქო პლატფორმის წარმომადგენელ გიორგი მუმლაძეს მარნეულის პოლიციაში აჩვენეს აკდრები, საიდანაც 4 პიროვნება ამოიცნო, მათ შორის ამირან გიორგაძე, გიორგი შუბითიძე; ცოტნე და შერმადინ ბოჭოიძეები. მისვე თქმით, ამირან გიორგაძე "ოცნების" შტაბის ხელმძღვანელია, რომელიც მას ფიზიკურად გაუსწორდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი