პროკურატურამ პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი, გიორგი გახარია დაზარალებულად ცნო.
პარტიის პრესსამსახურში "მთავარ არხს" უთხრეს, რომ ადვოკატებს საქმის მასალებზე წვდომის საშუალება ექნებათ.
"ახლა მოხდა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ გვჭირდება წვდომა საქმის მასალებზე. ისედაც განადგურებულია მნიშვნელოვანი მტკიცებულებები და გვაინტერესებს, რა დევს საქმეში. ადვოკატი გაეცნობა საქმის მასალებს", - აცხადებენ პარტიაში.
15 იანვარს ბათუმში, სასტუმრო "შერატონში" "ქართული ოცნების" წევრი, დიმიტრი სამხარაძე, თანმხლებ პირებთან ერთად, გიორგი გახარიას თავს დაესხა.