"საქართველოში მოვლენები კარგად არ ვითარდება, ამიტომ ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ. ესტონეთმა წამოაყენა ინიციატივა ვიზალიბერალიზაციის შეჩერების თაობაზე. მე არ ვამბობ, რომ ეს ხვალვე მოხდება, მაგრამ ეს პროცესი უნდა დაიწყოს, იმიტომ, რომ საქართველოს ხელისუფლებას ქვეყანა მიჰყავს არასწორი მიმართულებით, ისინი ატყუებენ საკუთარ მოსახლეობას და ეს მიმართულება უნდა შეიცვალოს.
ესტონეთი მომხრეა უფრო მკაცრი ნაბიჯების. ჩვენ ყოველთვის ვუჭერდით მხარს ქართველ ხალხს. ჩვენ არ გვჯერა იმის, რასაც საქართველოს მთავრობა ამბობს, იმიტომ, რომ კარგად ვხედავთ, რა ხდება რეალურად. ასე რომ, მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ ვიპოვით გზას, რათა მეტი გადაწყვეტილებები მივიღოთ საქართველოზე."
- თქვა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ. დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს საკითხს განიხილავენ.