"ევროკავშირის მხრიდან ჩვენ მივიღეთ გარკვეული ზომები, რომლებიც ცვლის სავიზო რეჟიმს მთავრობის ოფიციალური პირებისთვის. ისინი ვერ იმგზავრებენ დიპლომატიური პასპორტებით უვიზოდ. ასე რომ, ეს არის წერტილოვანი ქმედება ჩვენი მხრიდან. გარდა ამისა, ევროკავშირის ფინანსური დახმარება აღარ წავა მთავრობასთან დაკავშირებულ აქტივობებსა და სააგენტოებზე.
სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობა პატივს არ სცემს ხალხის ნებას. ლატვიაში ჩვენ სანქცირებულთა სიაში შევიყვანეთ რამდენიმე ადამიანი, ვინც დემონსტრანტებსა და ჟურნალისტებზე ძალადობს. ასე რომ, არის ზეწოლა და ასევე ევროკავშირის კარი არის ღია, თუ ხალხის ნებას მთავრობა პატივს სცემს."
- აცხადებს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბაიბა ბრაჟე. დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს საკითხს განიხილავენ.