"გადავწყვიტეთ, რომ შევაჩეროთ უვიზო რეჟიმი დიპლომატიური პასპორტებისთვის, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებისთვის" | საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

გამოქვეყნდა:

"ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ შევაჩეროთ უვიზო რეჟიმი დიპლომატირი პასპორტებისთვის, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებისთვის. ეს არის პასუხი იმ ძალადობაზე, რომელიც ხორციელდება დემონსტრანტების, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების წინააღმდეგ. ქართველი ხალხი სისტემატურად აფიქსირებს თავის სწრაფვას დემოკრატიისა და თავისუფლებისადმი და მათი ხმა უნდა იქნას გაგონილი."

განაცხადა  საფრანგეთის  საგარეო  საქმეთა  მინისტრმა  ჟან-ნოელ ბარომ  მედიასთან.  ბრიუსელში, დღეს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრა იმართება, რომელზეც ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოს საკითხსაც განიხილავენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი