უნგრეთმა ბელარუსის არჩევნების შესახებ ევროკავშირის საერთო განცხადება დაბლოკა | "რადიო თავისუფლება"

გამოქვეყნდა:

"რადიო თავისუფლების" წყაროების თანახმად, უნგრეთმა ბელარუსის არჩევნების შესახებ ევროკავშირის საერთო განცხადება დაბლოკა.

მედიის ცნობით, უნგრეთის მიერ დაბლოკილ განცხადებაში ეწერა, რომ ბელარუსში სასტიკი და უპრეცედენტო რეპრესიების, ადამიანის უფლებების დარღვევის და ოპოზიციისა და დამოუკიდებელი მედიის შეზღუდვის გამო არჩევნები ლეგიტიმური ვერ იქნება.

მათივე ინფორმაციით, ერთობლივი განცხადების ხელმოწერაზე უარს ამბობდა სლოვაკეთიც, თუმცა, მოგვიანებით შეუერთდა.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა და  გაფართოების საკითხებში კომისარმა, მარტა კოსმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს და თქვეს, რომ არჩევნები არ იყო არც თავისუფალი და არც სამართლიანი.

ბელარუსის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებში ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტს, ალექსანდრ ლუკაშენკოს ხმა ამომრჩეველთა 86.82%-მა მისცა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი