"ნიდერლანდები ყოველთვის ემხრობოდა პერსონალურ სანქციებს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც პასუხისმგებლები არიან რეპრესიებზე" | კასპარ ველდკამპი

გამოქვეყნდა:

"ნიდერლანდები ყოველთვის ემხრობოდა პერსონალურ სანქციებს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც პასუხისმგებლები არიან რეპრესიებზე. ამ ეტაპზე საუბარია საქართველოს დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმებაზე.

რაც შეეხება ჟურნალისტების თავისუფლებას, მე ძალიან ვარ შეშფოთებული და სწორედ ამიტომ გამოყო ნიდერლანდებმა დამატებითი რესურსები ჟურნალისტების დასაცავად. ჩვენ ვდგავართ იმ ხალხის გვერდით, რომელსაც სურს თავისი ქვეყნისთვის ევროპული მომავალი.

გარდა ამისა, ჩვენ კრიტიკულად ვართ განწყობილნი იმ არჩევნების მიმართ, რომელიც ოქტომბერში გაიმართა, ოდირის ანგარიშის გათვალისწინებით."

- თქვა ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა, კასპარ ველდკამპმა. დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს საკითხს განიხილავენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი