„ქართული ოცნების“ 8 წლიან მმართველობას ის ადამიანები აფასებენ, ვინც 2010 წელს თავადვე წარმოადგენდნენ ივანიშვილის გუნდს.
„თურნავები, ჩხარტიშვილები.... მათ აქვთ ქვეყნის ძარცვცის ინსტიქტი და როცა ასეთ ხალხს იყენებ გვერდით, შედეგიც შესაბამისია“ - ასე აფასებს „ოცნების“ მოღვაწეობას პარლამენტის წევრი დავით ჭიჭინაძე.
„მეტ იუბილეს „ქართული ოცნება“ ვეღარ გადაიხდის. მეცხრე იუბილე აღარ იქნება. ყველა ფესვი ამოგლიჯეს, მაგრამ ვერ მოგლიჯეს ქართველი ხალხის თავისუფლებისადმი გენეტიკური სიყვარული“ - ამბობს ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი.
„21 საუკუნეში დამოუკიდებლობის 30-ე წლისთავზე მივიღეთ სრულიად ფეოდალური მმართველობა, მივიღეთ მოდელი „საჩხერე“ - ამბობს ნინო ბურჯანაძე.
შეგახსენებთ, "ქართული ოცნება" 2012 წელს მოვიდა ხელისუფლებაში, ისინი მუდმივად ექცევიან, როგორც ადგილობრივი პოლიტიკოსების, ასევე საერთაშორისო საზოგადოების კრიტიკის ქვეშ.
მომდევნო საპარალამენტო არჩევნები საქართველოში 2020 წლის 31 ოქტომბერსაა ჩანიშნული.