"ენმ"-მ აჭარის უმაღლესი საბჭოს საარჩევნო სიის ათეული წარადგინა

გამოქვეყნდა:

"ნაციონალურმა მოძრაობამ" ბათუმში აჭარის უმაღლესი საბჭოს საარჩევნო სიის პრეზენტაცია გამართა.

ათეულის სიის პირველი ნომერი აჭარის უმაღლესი საბჭოს მოქმედი დეპუტატი ელგუჯა ბაგრატიონია. სიაში მოხვდნენ ასევე მურმან დუმბაძის მოძრაობის წევრი მედეა ვასაძე და რესპუბლიკური პარტიის წევრი ირაკლი ჩავლეიშვილი.

მოსახლეობა მზად არის ცვლილებებისთვის... 31 ოქტომბერი იქნება ქართველი ხალხის გამარჯვების დღე. ერთხელ და სამუდამოდ ხალხი მართლაც გაიმარჯვებს და ჩვენ გვჭირდება განვითარება. საქართველოს სჭირდება წინსვლა. ყველაზე დიდი გმაოწვევა, რაც ქართველს ხალხს აქვს ესაა გაჭირვება, რომელიც შექმნა ბიძნა ივანიშვილმა ჩვენ 31 ოქტომბერს დავამარცხებთ - თქვა ლევან ვარშალომიძემ

სიის პრეზენტაციაზე ცნობილი გახდა, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" შეუერთდნენ ცნობილი სახეები. მათ შორის ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობი ავთო ქარჩავა და ცნობილი ექიმი კახა ქაშიბაძე, რომლის სახელსაც საქართველოში პირველი ღვიძლის ტრანსპანტაცია უკავშირდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი