კობახიძე ჟურნალისტების პროტესტს გაექცა და ტერიტორია უკომენტაროდ დატოვა

გამოქვეყნდა:

თვითგამოცხადებულმა პრემიერმა კობახიძემ ლოკომოტივის სტადიონის მიმდებარე ტერიტორია ისე დატოვა, რომ ჟურნალისტებთან არ გამოჩენილა. ის შიდა ტერიტორიიდან გაიპარა.

ოლიგარქიული რეჟიმის ლიდერები ონლაინ მედიების წარმომადგენლებმა მზია ამაღლობელის ფოტოებით, საყვირებითა და შეძახილებით გააცილეს. 

კობახიძე დღეს სპორტული საზოგადოების წარმომადგენლებს ხვდებოდა, თუმცა პროტესტის მონაწილე ჟურნალისტები მასთან არ მიუშვეს და კარი დაუბოქლომეს. ამასთან, არსებული ინფორმაციით, თვითგამოცხადებული პრემიერი კომენტარებს გაკეთებასაც გეგმავდა, თუმცა სავარაუდოდ, მიმდინარე პროტესტის გამო გადაიფიქრა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი