“ჩემი ფრთა იყო, ჩემი მეგობარი... მინდა, კახი კალაძემ ყურადღება მიაქციოს ამ სიტუაციას, რომ აღარავინ დაიღუპოს“ | რიყის პარკში დაღუპული მოზარდის დედა

გამოქვეყნდა:

რიყის პარკში ტრაგედიის დროს დაღუპული მოზარდის დედა და ოჯახის წევრები თბილისის მერიას და კახი კალაძეს მოუწოდებენ, დაინტერესდეს ამ შემთხვევით, რათა მომავალში იგივე არ განმეორდეს. 

"ამ დიდი მილების ["დოქების"] კინოთეატრის უკნიდან შევიდა, სადღაც შევიდა, როგორც ბიჭები ამბობენ, ისინი დაელოდნენ იოსებს და ცოტა ხანში მისი ყვირილის ხმა დაიწყო. როცა ბიჭები მომიყვნენ რა მოხდა, თვითონ 14-15 წლისები არიან, არ იციან როგორ უნდა დაეხმარონ ერთმანეთს ექსტრემალურ სიტუაციაში. მაგრამ იქ არის ერთი დიდი პრობლემა, წყალი რომელიც დაგროვებულია ამ თეატრში, შენობაში, წვიმა ყველაფერი ერთად... ბეტონი ეგონა და დააბიჯა, ერთმა ბიჭმა 112-შ დაკარგა, იმან გონება დაკარგა და მძიმე იყო... იმ ადგილას თურმე ორი კაცი უკვე დაიღუპა იყო შემთხვევები და რატომ დრენაჟი არ გააკეთეს. ჩემი ფრთა იყო, ისე ცუდად ვარ, ჩემი მეგობარი...

მინდა, რომ კახი კალაძეს შევეკითხო, რომ ყურადღება მოგვაქციოს, ყურადღება მიაქციოს ამ სიტუაციას, რომ არავინ აღარ დაიღუპოს და ცუდი არაფერი მოხდეს," - ამბობს დაღუპული მოზარდის დედა "მთავარ არხთან". 

შეგახსენებთ, რომ შემთხვევა, შაბათს, 25 იანვარს მოხდა. მოზარდი რიყის პარკში ღია თხრილში ჩავარდა და გაიგუდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი