ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი თეოდოროს რუსოპულოსი "ქართული ოცნების" რეჟიმის გადაწყვეტილებას, საბჭოს დატოვების შესახებ ეხმაურება და აღნიშნავს, რომ "ეს საფრთხეს უქმნის დიალოგს, რომელიც ხელს შეუწყობდა საქართველოში დემოკრატიული სტანდარტების გაუმჯობესებას".
"ვწუხვარ საქართველოს დელეგაციის გადაწყვეტილების გამო, გავიდეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეიდან მას შემდეგ, რაც ასამბლეამ კენჭი უყარა დელეგაციის უფლებამოსილების რატიფიცირებას გარკვეული პირობებით. ეს საფრთხეს უქმნის დიალოგს, რომელიც ხელს შეუწყობდა საქართველოში დემოკრატიული სტანდარტების გაუმჯობესებას", - წერია რუსოპოლუსის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ევროსაბჭომ რეზოლუცია მიიღო, რომლითაც ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაა მოთხოვნილი, ასევე, პოლიტპატიმრების გათავისუფლება.
ეს მოთხოვნები "ქართულმა ოცნებამ" აპრილამდე უნდა შეასრულოს, მანამდე კი "ოცნების" დელეგაციას შეზღუდული უფლებამოსილება ექნება, რაც იმას ნიშნავს, რომ "ქართულ ოცნებას" ეკრძალება:
რა წერია მონიტორინგის კომიტეტის დასკვნაში
მოგვიანებით, ევროსაბჭოს მიერ რეზოლუციის მიღების შემდეგ "ქართულმა ოცნებამ" განაცხადა, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობას წყვეტს.