საქართველოს თავდაცვის ძალების ყოფილი მეთაური, რომელიც "ქართული ოცნების" პარტიულ სიაშია, პირველ კომენტარს აკეთებს, თუმცა როგორ მოხვდა სიაში და ვისგან მიიღო შეთავაზება, არაფერს ამბობს:
გაგცემთ პასუხს, როცა საბოლოოდ გავერკვევი სიტუაციაში - ამბობს ჩაჩიბაია "მთავარი არხთან" .
სიის კიდევ ერთი წევრი, საკრებულოს დეპუტატი და სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე, რიმა ბერაძე ამბობს, რომ "პოლიტიკურ ჩვევებს" ახლა უკვე პარლამენტიდან, გაორმაგებული ძალით მოახმარს ხალხს:
- ახლა წავიკითხე, რამდენიმე წუთის წინ, მიმდინარეობდა კონსულტაციები, მაგრამ დღეს გავიგე დაზუსტებულად, რომ ვარ 36-ე ნომერი სიაში. ჩემს უნარებს, ჩემს პოლიტიკურ ჩვევებს მაქსიმალურად ვახმარდი ხალხს და ახლა გაორმაგებული ენერგიით მოვახმარ - ამბობს ბერაძე.
პროპორციულ სიაშია დიდუბის რაიონის გამგებელი ირმა ზავრადაშვილიც:
მოდი ახლა, ესეთი რაღაცა ვთქვათ, ჯერ წარადგინოს სია ქართულმა ოცნებამ, დაწერილია, მაგრამ წარდგენილი არ არის ჯერ, წარადგინოს ქართულმა ოცნებამ სია და მერე ვილაპარაკოთ. წინსწრებით არ იქნება არანაირად სწორი" -ამბობს ზავრადაშვილი