"კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, ევროსაბჭოს მიერ მიღებული რეზოლუცია ქართული საზოგადოების მკაფიო მხარდაჭერაა, "ქართული ოცნების" რეაქცია კი ზუსტად იმეორებს რუსეთის ქცევას 2022 წელს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.
"გუშინ, ჩვენმა ევროპულმა ოჯახმა, ჩვენმა ევროპელმა მეგობრებმა, კერძოდ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ კიდევ ერთხელ გამოხატა ძალიან მკაფიო მხარდაჭერა საქართველოსი, ქართული საზოგადოების, იმ ადამიანების, ვინც იბრძვიან ამდენი კვირის განმავლობაში. კერძოდ, მიიღეს რეზოლუცია, რომელიც აბსოლუტურად იდენტურად ასახავს იმ მოთხოვნებს, რასაც ითხოვს ქართველი თავისუფალი ხალხი: ძალიან მყისიერად, ახალი არჩევნების ჩატარება, ეს არის კატეგორიული მოთხოვნა, პოლიტპატიმრების გამოშვება და ყველა მოძალადის დასჯა. მათ პირდაპირ ასახეს ის, რისთვისაც იბრძვიან ადამიანები, რისთვისაც პოლიტპატიმრები არიან საპყრობილეში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა ქართველი ხალხის.
ამასთანავე, ასამბლეამ პრაქტიკულად შეზღუდა ყველანაირი ფუნქციონირება "ქართული ოცნების" PACE-ში. მათ შეუზღუდეს ყველა ფუნქცია და ფორმალურად დატოვეს იმ პირობის შესრულებისთვის, რომელიც არის მოთხოვნილი. ეს არის მნიშვნელოვანი წარმატება, მნიშვნელოვანი ნაბიჯი, არაღიარების პოლიტიკისთვის, "ქართული ოცნების" იზოლაციისთვის, სანქცირებისთვის და რაც მთავარია, ჩვენი პოლიტპატიმრების გამოშვებისთვის და მოძალადეების დასჯისთვის. ამასთანავე, ძალიან კომიკური იყო "ქართული ოცნების" რეაქცია, რომლებმაც პრაქტიკულად გაგდების შემდეგ გამოაცხადეს, რომ თავად ტოვებენ ასამბლეას. ზუსტად იგივე რამ გააკეთა რუსეთმა 2022 წელს, როდესაც რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ ისინი გარიცხეს ევროსაბჭოდან და მათაც დადგეს ეს სპექტაკლი თითქოს თავად ტოვებენ ევროსაბჭოს. ეს ანალოგია ძალიან ნიშანდობლივია, თუ როგორ მიყვება რუსულ კვალს "ქართული ოცნება".
მნიშვნელოვანი არის ის, რომ "ქართული ოცნება" ექცევა სრულ იზოლაციაში, ხოლო ქართველი ხალხი იღებს მეტ და მეტ მხარდაჭერას ჩვენი პარტნიორებისგან, ჩვენი მეგობრებისგან. "ქართულ ოცნებას" ასამბლეასთან დაპირისპირებით უნდოდა საქართველოს იზოლაცია ევროპისგან, მაგრამ მიიღო საკუთარი დაჯგუფების იზოლაცია და მიიღო კიდევ უფრო დიდი მხარდაჭერა ქართველი ხალხის მიმართ და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დამსახურება ყველა იმ ადამიანის, ვინც ამდენი ხანი იბრძვის.
ჩვენ გავაგრძელებთ არაღიარების პოლიტიკის, სანქცირების პოლიტიკის, ყველა მოძალადის დასჯის მიმართულებით ყველა ნაბიჯის გადადგმას, ჩვენ კიდე ბევრი გვაქვს სამუშაო, მაგრამ ჩვენმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ მათ ბრძოლას აქვს ძალიან კონკრეტული შედეგები.
ის დამოკიდებულება რაც გამოავლინა "ქართულმა ოცნებამ", კერძოდ წულუკიანმა ასამბლეის მიმართ, ეს არის შეურაცხყოფა ჩვენი სახელმწიფოს, ჩვენი ფასეულობების იმიტომ, რომ ასამბლეა არის ის ადგილი, სადაც პირველად გაჟღერდა ჩვენი ისტორიული სიტყვები, ჩვენი ისტორიული მისწრაფებების შესახებ - "მე ვარ ქართველი, მაშასადამე ვარ ევროპელი". ამიტომ ჩვენ ამ გზას გავივლით პარტნიორებთან ერთად და ვიქნებით ევროპის ნაწილი," - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
შეგახსენებთ, რომ ევროსაბჭომ რეზოლუცია მიიღო, რომლითაც ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაა მოთხოვნილი, ასევე, პოლიტპატიმრების გათავისუფლება.
ეს მოთხოვნები "ქართულმა ოცნებამ" აპრილამდე უნდა შეასრულოს, მანამდე კი "ოცნების" დელეგაციას შეზღუდული უფლებამოსილება ექნება, რაც იმას ნიშნავს, რომ "ქართულ ოცნებას" ეკრძალება:
რა წერია მონიტორინგის კომიტეტის დასკვნაში
მოგვიანებით, ევროსაბჭოს მიერ რეზოლუციის მიღების შემდეგ "ქართულმა ოცნებამ" განაცხადა, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობას წყვეტს.