მოძალადე და სანქცირებული პოლიციელების დაჯილდოების შემდეგ, სალომე ზურაბიშვილი ივანიშვილის "პრეზიდენტ" ყაველაშვილს მიმართავს და მას ორბელიანების სასახლის "დროებით მდგმურად" მოიხსენიებს:
"კითხვა მაქვს დე ფაქტო ორბელიანების სასახლის დროებით მდგმურთან: როცა ამ თანამდებობის ფასად გაიძულებენ (არ მინდა ვიფიქრო ამას ნებით და შეგნებით აკეთებდეთ) პირველივე დღიდან რეპრესიულ კანონებს ხელი მოაწეროთ (პრევენციული დაკავება, შეკრების და მანიფესტაციის შეზღუდვა, საჯარო სამსახურის პოლიტიზირება, პოლიციაში დასაქმებისას პროფესიული კრიტერიუმების მოხსნა…), შემდეგ 600 ზე მეტ პატიმრის სხვისი ბრძანებით უშვებდეთ (ამას შეწყალება აღარ ჰქვია და ამნისტია პრეზიდენტის დისკრეცია არაა) და დღეს - ყველაზე სამარცხვინო - წარბის შეუტოკავად იმ ადამიანებს აჯილდოებთ, ვინც თქვენს შვილების ტოლებს უსწორდებოდნენ და ვისაც სისასტიკე დამსახურებად ჩაეთვალათ." წერს პრეზიდენტი ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.
არალეგიტიმურმა პრეზიდენტმა დღეს "ღირსების ორდენით" დააჯილდოვა ვახტანგ გომელაური, ვაჟა სირაძე, ზვიად ხარაზიშვილი, იგივე "ხარება", შალვა ბედოიძე, ალექსანდრე დარახველიძე, გიორგი ბუთხუზი, იოსებ ჭელიძე, თეიმურაზ კუპატაძე, სულხან თამაზაშვილი, მილერი ლაგაზაური და მირზა კეზევაძე.