"EU სრულ სოლიდარობას უცხადებს ყველა უსამართლოდ დაკავებულს და მათი გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. დაუსჯელობა უნდა დასრულდეს" | საელჩო

გამოქვეყნდა:

აქციებზე დაკავებულების ოჯახების წევრებთან გამართული შეხვედრის შემდეგ ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში განცხადებას ავრცელებს, რომელშიც წერს: 

"დღეს ევროკავშირის ელჩი, თავის გუნდთან ერთად, საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციების კონტექსტში დაკავებულების ოჯახებს და მეგობრებს შეხვდა.
ყოველი დაკავებულის უკან ოჯახები და მეგობრები დგანან, რომლებიც ასევე უზარმაზარ სირთულეებს განიცდიან. ჩვენი საერთო დემოკრატიული ღირებულებების დაცვის გამო არავინ არ უნდა ისჯებოდეს. ევროკავშირი სრულ სოლიდარობას უცხადებს ყველა უსამართლოდ დაკავებულს და მათი გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. სამართლიანობამ უნდა გაიმარჯვოს. დაუსჯელობა უნდა დასრულდეს." აცხადებს დიპლომატიური უწყება

იხილეთ:

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი