პარტიული სია ცესკოშ-ი 52-მა საარჩევნო სუბიექტმა წარადგინა. მათგან 2 საარჩევნო ბლოკია, ხოლო 50 - პოლიტიკური პარტია. დღეს 18 საათზე სიების წარდგენის ვადა ამოიწურა.
ცესკო-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, სულ 58 საარჩევნო სუბიექტი იყო რეგისტრირებული
საარჩევნო სუბიექტებს კი რომლებმაც დღეს 18:00 საათამდე არ წარმოადგინეს პარტიული სია, კანონმდებლობის შესაბამისად, გაუუქმდებათ საარჩევნო რეგისტრაცია.
ესენი არიან: „ქართველ ნაციონალისტთა ერთობა“, „ტრიბუნა“, „საქართველოს ევროატლანტიკური გზა“, „იბერიელთა ერთობა“, „საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია“ და „საქართველოს პენსიონერთა უფლებების დაცვის კავშირი“.
პარტიული სიების შემოტანის შემდეგ პარტიული სიების შემოწმების პროცესი იწყება, ცესკოს შესაბამისი სამსახური შეამოწმებს წარმოდგენილ დოკუმენტაციას და ცესკოს თავმჯდომარეს წარუდგენს დასკვნას არაუგვიანეს 5 ოქტომბრისა. თუ პარტიული სია შეესაბამება კანონმდებლობას, ცესკოს თავმჯდომარე არაუგვიანეს 6 ოქტომბრისა გაატარებს სიას რეგისტრაციაში, ხოლო ხარვეზის დადგენის შემთხვევაში საარჩევნო სუბიექტს მიეცემა კანონით დადგენილი სამ დღიანი ვადა ხარვეზის აღმოსაფხვრელად“, - განაცხადა ბრიფინგზე ცესკოს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ.
საპარალემნტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს ჩატარდება