გვაქვს მუდმივი კონტაქტი ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, რომლებიც ახლა ამყარებენ დიპლომატიურ კავშირებს სირიის ახალ ხელისუფლებასთან | ბოკუჩავა

გამოქვეყნდა:

"რუსეთი დამარცხდა სირიაში, დამარცხდა მოლდოვაში, დამარცხდა რუმინეთში, აუცილებლად დამარცხდება უკრაინაში და აუცილებლად დამარცხდება საქართველოში. ჩვენ ასევე გვაქვს მუდმივი კონტაქტი ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, იქნება ეს აშშ, დიდი ბრიტანეთი, უკრაინა, თუ სხვა სახელმწიფოები, რომლებიც ახლა ამყარებენ დიპლომატიურ კავშირებს სირიის ახალ ხელისუფლებასთან, იმისთვის, რომ განვამტკიცოთ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკა. "

განაცხადა ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა თინა ბოკუჩავამ პროდასავლური პარტიების ერთობლივ ბრიფინგზე, სადაც ცნობილი გახდა, რომ ოთხმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ სირიის ახალ ხელისუფლებას აფხაზეთის აღიარების გაუქმების მოთხოვნით ოფიციალურად მიმართა

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი