"ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც ჩვენ გადავდგით ერთად. ჩვენ გამოვიყენეთ ყველა შესაძლებლობა, რომელიც გაიხსნა ახლა სირიაში მას შემდგომ, რაც დიქტატორი ასადი გაიქცა სირიიდან, დაემხო მისი რეჟიმი და ჩვენი ევროპელი მეგობრების მეშვეობით ეს კომუნიკაცია დავამყარეთ და შესაბამისად მივაწოდეთ ოთხივე კოალიციური ცენტრის მიერ ხელმოწერილი თხოვნა/მოთხოვნა იმასთან დაკავშირებით, რომ უკან იქნეს გათხოვილი სირიის მიერ სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის აღიარება. "
განაცხადა "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ ერთობლივ ბრიფინგზე.